понедельник, 29 апреля 2013 г.


სამეფო კარი.  ეტიკეტი და ქცევის ნორმები.
   1)      პროექტის სახელი: სამეფო კარი.  ეტიკეტი და ქცევის ნორმები.
   2)      პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ჯგუფებში მოიძიებენ ინფორმაციას     ევროპის ქვეყნების სამეფო კარის შესახებ. სამეფო კარზე აესებულ ეტიკეტსა და ქცევის ნორმებზე .
  3)      პროექტის სრული აღწერა: კლასი გაიყოფა სამ ჯგუფად:    
                                                          I   ჯგუფი–ინგლისი
                                                          II  ჯგუფი–საფრანგეთი
                                                          III  ჯგუფი–გერმანია
მოსწავლეები მოიძიებენ მათი ჯგუფისთვის განკუთვნილი ქვეყნის შუა საუკუნეების სამეფო კარის ისტორიას. აწარმოებენ კვლევას  და  პასუხობენ  შემდეგ კითხვებს:
–        რა არის ეტიკეტი?
–        როგორი იყო მეფის დღის რეჟიმი?
–        ვინ იყო მეფის გარემოცვაში?
–        როგორი ჩაცმულობა ჰქონდათ?
–        როგორ უნდა მოქცეულიყვნენ?
–        რა მოეთხოვებოდა სამეფო კარის წევრს?
მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან  სხვა და სხვა სახის თვალსაჩინოება, მოიძიონ ფოტოები, დახატონ.
  4)      მოსწავლეთა ასაკი:     12–13 წელი
  5)      ვადები/ ხანგრძლივობა:      ერთი თვე
  6)      პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურისა და  ინფორმაციის მოძიება, კვლევა, ანალიზი, ბლოგების შექმნა, თვალსაჩინოების შექმნა.
 7)      მოსალოდნელი შედეგები: ბლოგები, ფოტოები, თვალსაჩინო მასალა.
 8)      სარგებელი სხვებისთვის: შესაძლებელი იქნება მოსწავლეების მიერ შექმნილ  ბლოგებს და თვალსაჩინო მასალას გაესნონ სხვა მოსწავლეები.
 9)      სამუშაო ენა:  ქართული .
 10)  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ინტეგრირებული, საშუალებას იძლევა პედაგოგმა კონკრეტულ საგანთან დააკავშიროს არჩეული თემა (გეოგრაფია, ხელოვნება, მუსიკა)  ეროვნულ სასწავლო გეგმით.
 11)  პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა ახვერდაშვილი, ქ. თბილისის N 175 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.
 12)  ელ. ფოსტა:  atuna.atuna@gmail.com
 13) ვებ-ბლოგი: http://atunaanano.blogspot.com/
14) ხათუნა ახვერდაშვილი